ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვარამდენიმე წუთის წინ ტორონტოს ბორტის ეკიპაჟმა მადრიდის აეროპორტში ავარიული დაჯდომა წარმატებით განახორციელა.

ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა მადრიდის აეროპოტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა.

დაჯდომამდე ბორტმა მადრიდის ცაზე წრეები შეასრულა საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად.