ჭდე: ახმეტა

ახმეტაში კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა

ახმეტაში კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა

უბედური შემთხვევა  კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარმა  რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და  კაცს დაეცა. 79 წლის  პენსიონერი  ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ახმეტის სამედიცინო ჰოსპიტალში მშობიარე გარდაიცვალა

"გუშინ 54 წლის დედა გარდაიცვალა, დღეს - მისი 31 წლის ვაჟი" - რა მოხდა ბათუმში

ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა, მეორე დილით ის მოულოდნელად დაიღუპა.ქალის გარდაცვალების ფაქტს, ახმეტის ჰოსპიტალში ადასტურებენ. საავადმყოფოს ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი, მშობიარობიდან რამდენიმე საათში განვითარებული თრომბოემბოლია გახდა. „საკეისრო კვეთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, პაციენტი იყო კონტაქტური, აქტიური. მეორე დღეს, ერთ- ერთი წამოდგომის დროს განვითარდა თრომბოემბოლია. უსწრაფესად დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გადარჩენა ვერ […]

65 წლის ქალი დაიხრჩო, მძღოლმა და 6 წლის ბავშვმა ამოსვლა მოახერხეს – ახმეტაში ტოიოტა არხში გადავარდა

65 წლის ქალი დაიხრჩო, მძღოლმა და 6 წლის ბავშვმა ამოსვლა მოახერხეს - ახმეტაში ტოიოტა არხში გადავარდა

ახმეტაში – სოფელ საკობიანოში, ალაზნის სარწყავ არხში “ტოიოტას” მარკის ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიხრჩო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ახმეტაში კაფე “საძმოდან” გამოსულმა პირმა ირაკლი ქინქლაძე დაჭრა – ახალი დეტალები

ახმეტაში კაფე "საძმოდან" გამოსულმა პირმა ირაკლი ქინქლაძე დაჭრა - ახალი დეტალები

სისხლიანი ანგარიშსწორება ახმეტაში – ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტვ პირველის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა გუშინ, 26 აპრილს, 7 საათზე მოხდა. ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან, რომ  დაკავებული მამაკაცი კაფე  “საძმოში” ადგილობრივ სამართალდამცავებთან და  კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან ერთად ქეიფობდა. რესტორნის დატოვების შემდეგ მათ შელაპარაკება მოუვიდათ ირაკლი ქინქლაძესთან. […]

ახმეტაში მომხდარი დაჭრისთვის 31 წლის ზ.ც. დააკავეს

ახმეტაში მომხდარი დაჭრისთვის 31 წლის ზ.ც. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების […]

სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა – ახმეტაში სახლი დაიწვა

სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა - ახმეტაში სახლი დაიწვა

ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იყო დასვენებული, ხოლო ცეცხლი, სავარაუდოდ, სასახლესთან ანთებული სანთლისგან გააჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შედეგად დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძროდა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული. ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. ამ დროისათვის ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. პირველი არხი

ახმეტაში კაცი მაშინ დაიღუპა, როცა ფრინველების დახოცვას ცდილობდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

უბედურ შემთხვევას ახმეტის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცი ემსხვერპლა. ინციდენტი სოფელ არგოხში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მინდორში მყოფი კაცი ფრინველების დახოცვას ცდილობდა, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად თავად გარდაიცვალა. მათივე ვარაუდით, იარაღი მოძველებული და მწყობრიდან გამოსულიყო. გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2

ახმეტაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

ახმეტაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც მწყემსები არიან დაბინავებული, მკვლელობა მოხდა. საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს […]