ახმეტაში კაფე “საძმოდან” გამოსულმა პირმა ირაკლი ქინქლაძე დაჭრა – ახალი დეტალები

ახმეტაში კაფე "საძმოდან" გამოსულმა პირმა ირაკლი ქინქლაძე დაჭრა - ახალი დეტალებისისხლიანი ანგარიშსწორება ახმეტაში – ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ტვ პირველის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა გუშინ, 26 აპრილს, 7 საათზე მოხდა.

ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან, რომ  დაკავებული მამაკაცი კაფე  “საძმოში” ადგილობრივ სამართალდამცავებთან და  კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან ერთად ქეიფობდა.

რესტორნის დატოვების შემდეგ მათ შელაპარაკება მოუვიდათ ირაკლი ქინქლაძესთან.

დაკავებულმა მამაკაცმა 6-ჯერ გაისროლა და მამაკაცი ბარძაყის არეში დაჭრა.

შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ქინქლაძის ორსული მეუღლე.

ტვ პირველი