სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა – ახმეტაში სახლი დაიწვა

სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა - ახმეტაში სახლი დაიწვაახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იყო დასვენებული, ხოლო ცეცხლი, სავარაუდოდ, სასახლესთან ანთებული სანთლისგან გააჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შედეგად დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.