თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, იწვის მუყაოს ყუთები და საბურავები. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი.
ჭდე: ბელიაშვილის ქუჩა
ბელიაშვილზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა – მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბელიაშვილზე #46 ავტობუსის მძღოლი მერსედესის მძღოლმა დაჭრა – შელაპარაკება საცობში დაიწყო
დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც. „ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა […]
ბელიაშვილზე მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
კალაძე – ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. – სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი […]