ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდათბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, იწვის მუყაოს ყუთები და საბურავები.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი.