ბელიაშვილზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა – მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდა

ბელიაშვილზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა - მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდათბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.