ჭდე: დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელიც არ არსებობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელიც არ არსებობს

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავს. კერძოდ, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია მომღერალთა ანსამბლ „აისელებზე“ და ხელშეკრულება გაფორმებულია ანსამბლის ხელმძღვანელთან. ანგარიშის თანახმად, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის […]

სასაზღვრო პოლიციელი, 53 წლის დ.ქ. დედოფლისწყაროში დაჭრეს – დააკავეს 33 წლის მამაკაცი

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1987 წელს […]

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას და შესაბამისად, მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისშიც მიმდინარეობდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, მთლიანად არის განადგურებული განათება და მოსართავები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვერ ამბობს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი. ,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, სამწუხაროდ, დაიწვა ნაძვის ხე. რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს ჯანიაშვილი. დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე […]

დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა – 16 წლის მოზარდი დაიღუპა

დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა - 16 წლის მოზარდი დაიღუპა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოპედს, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითა მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ირაკლი შიოლაშვილი – “დედოფლისწყაროში ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს არც დედოფლისწყაროს რაიონში. როგორც “ინტერპრესნიუსს” რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა განუცხადა, მიწისძვრის შედეგად ამ დროისთვის ნგრევის და დაზიანების შესახებ არც ერთი შეტყობინება არ შესულა. “მე დავუკავშირდი ყველა შესაბამის ორგანოს, […]

თბილისში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი დედოფლისწყაროში იყო, აზერბაიჯანთან საზღვარზე

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თბილისში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. „ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კმ-ში იყო. როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.

დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში 13 მაისს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ქვეითად მოსიარული ახალგაზრდა გოგო მძიმედ დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:45 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

მწყემსი მხარში დაჭრეს – მწყემსების ჩხუბი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში, მწყემსებს შორის დაწყებული ჩხუბი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. 43 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა. დაჭრილ;ი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ამოღებულია იარაღი. შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.