დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვადედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა.

ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, მთლიანად არის განადგურებული განათება და მოსართავები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვერ ამბობს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი.

,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, სამწუხაროდ, დაიწვა ნაძვის ხე. რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს ჯანიაშვილი.

დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.

მერის ინფორმაციით, ახალ ნაძვის ხეს იყიდიან, რომელიც შობის დღესასწაულისთვის ქალაქის ცენტრი თავიდან მოირთვება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.