დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა – 16 წლის მოზარდი დაიღუპა

დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა - 16 წლის მოზარდი დაიღუპადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოპედს, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითა მიმდინარეობს.

ნიუპოსტი