ჭდე: კალაძე

რა უჯდება “ოცნებას” ერთი ზონდერის შენახვა

რა უჯდება "ოცნებას" ერთი ზონდერის შენახვა

რამდენს უხდის “ქართული ოცნება” თავდამსხმელებს, რომლებიც პროევროპული აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა დასდევს,  ფიზიკურად უსწორდება და კამერების წინ, სტუდენტის დახრჩობის მცდელობასაც არ ერიდება?! “შაბათის ეთერმა” მაღლივ კორპუსში ახალგაზრდების დარბევის კადრების გაშიფვრის შემდეგ, ყველა მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინა. დგინდება, რომ უმეტესობა მათგანს ხელფასს დედაქალაქის მერია უხდის. თავდამსხმელთა რაზმის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარბაქაძეა, პირი, რომელიც რომელიც მეორე კურსის სტუდენტს ახრჩობდა. დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისთვის […]

კალაძე – “სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს”

კალაძე - "მიშას მასაჟისტიც ხომ არ ჩამოვუყვანოთ გერმანიიდან?!"

კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება და მისი ქვეყნიდან გასვლა აუცილებელი არ არის. თბილისის მერის განცხადებით, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს სასჯელის მოხდა. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი, ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებელი იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ , არამარტო სააკაშვილი, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. სააკაშვილი […]

თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადა

თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადა

დიდი დაპირისპირება თეა წულუკიანსა და კახა კალაძეს შორის – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა უკიდურესად იჩხუბეს, მიზეზი –  გავლენებისთვის ბრძოლაა. წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები დემარშით გამოიყვანა. სპეციალისტები მინისტრის დემონსტრაციული სვლის უკან, თეა წულუკიანის ინტერესს ხედავენ –  კულტურის მინისტრი ცდილობს, დედაქალაქის მერი მარტო ვეღარ წყვეტდეს, რა და სად უნდა აშენდეს ძველ უბანში. ჩვენთვის […]

კახა კალაძე ილია ელოშვილზე – “დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი”

კახა კალაძე ილია ელოშვილზე - "დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი"

კახა კალაძემ ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე ფეისბუქში დაწერა: “ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ […]

კალაძე – “უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ”

კალაძე - "უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ"

მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერია უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარების საკითხშიც ჩაერთვება. კალაძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაც უფასო იქნება. „მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების […]

“დიდ დიღომში ფეხბურთის მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა” – კალაძე

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა – სპორტული სივრცეების […]

კალაძე – “მიშას მასაჟისტიც ხომ არ ჩამოვუყვანოთ გერმანიიდან?!”

კალაძე - "მიშას მასაჟისტიც ხომ არ ჩამოვუყვანოთ გერმანიიდან?!"

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა. მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. „კიდევ, რამე […]

იპსოსი – ნიკა მელია – 48,4%, კახა კალაძე – 51,6%

მელიამ კალაძე დებატებში გამოიწვია

“მთავარი არხი” IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა. ნიკა მელია – 48,4% კახა კალაძე – 51,6% […]

მელიამ კალაძე დებატებში გამოიწვია

მელიამ კალაძე დებატებში გამოიწვია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში იწვევს. შესაბამისი განცხადება ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 – ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება […]

კალაძე – “მიშა იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს”

მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს. „მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე […]