კალაძე – “სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს”

კალაძე - "სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს"კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება და მისი ქვეყნიდან გასვლა აუცილებელი არ არის.

თბილისის მერის განცხადებით, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს სასჯელის მოხდა.

ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი, ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებელი იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ , არამარტო სააკაშვილი, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა – განაცხადა კალაძემ.
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელს  ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები აწერენ.

მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა, კლინიაკშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უცვლელია.

ტვ პირველი