ჭდე: კონცერტი

თამარ გვერდწითელი – “არავითარი კრემლის კონცერტი!”

თამარ გვერდწითელი - "არავითარი კრემლის კონცერტი!"

მომღერალი თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კრემლში კონცერტი არ შედგება. “არანაირი კრემლის კონცერტი! კონცერტი არ შედგება კრემლში!” – წერს გვერდწითელი. პრაიმ ტაიმი

მაყურებელი საჰაერო ბურთებში – “ფლემინგ ლიპსის” უჩვეულო კონცერტი – ვიდეო

მაყურებელი საჰაერო ბურთებში - "ფლემინგ ლიპსის" უჩვეულო კონცერტი - ვიდეო

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ამერიკულმა ჯგუფმა “ფლემინგ ლიპსმა” კონცერტი გამართა. ეს მსოფლიოში პირველი კონცერტია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდა. ორგანიზატორებმა მაყურებლის დასწრების განსხვავებული ფორმა მოიფიქრეს. სპეციალურად კონცერტისთვის დამზადდა საჰაერო ბურთები და ღონისძიებაზე მისული სტუმრები სწორედ ამ ბურთებში ისხდნენ. კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რუსთავი 2

ანდრეა ბოჩელიმ აღდგომაზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა

ანდრეა ბოჩელიმ აღდგომაზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა

ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა. მასთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელიმ მიიღო. “იმედის მუსიკა” – ასე უწოდეს ამ კონცერტს, რომელიც მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში ჩატარდა და რომლის ტრანსლირებაც ინტერნეტით მიმდინარეობდა.

ჯარედ ლეტომ საქართველოში კონცერტი გამართა

ჯარედ ლეტომ საქართველოში კონცერტი გამართა

ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო “ბლექ სი არენაზე” საკუთარ ბენდთან “30 seconds to Mars-თან” ერთად წარსდგა. მუსიკოსის მოსასმენად უამრავი ფანი შეიკრიბა და არამხოლოდ საქართველოდან. ოსკაროსანმა მსახიობმა და მუსიკოსმა საქართველოზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ წლების წინ უნდა ჩამოსულიყო, რადგანაც საქართველოში ულამაზესი ბუნება, ხალხი და გემრიელი საჭმელია. “30 seconds to Mars” საათნახევრის განმავლობაში ასრულებდა მის ყველაზე ცნობილ სიმღერებს და […]

ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა

ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა

ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლუბ UP2U-ს მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა, 27 ივლისს ჩანიშნული კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, რუსული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად 1.000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული. „ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს  კონცერტზე დასასწრებად ბილეთები […]

“ცრემლებს ძლივს ვიკავებდი” – ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

"ცრემლებს ძლივს ვიკავებდი" - ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]

ტატუნაშვილის დაკრძალვის დღეს თბილისში რუსული ჯგუფი “ვიაგრა” იმღერებს

ტატუნაშვილის დაკრძალვის დღეს თბილისში რუსული ჯგუფი "ვიაგრა" იმღერებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში, წამებით მოკლული ქართველი სამხედროს დაკრძალვის დღეს, თბილისში, რუსული ჯგუფი “ვიაგრა” კონცერტს მართავს. ღონისძიება კაზინო ივერიას კლუბ “რესპუბლიკაში” გაიმართება. ჯგუფი ლატარიის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობას და სტუმრებს შოუ-პროგრამას შესთავაზებს. ნიუპოსტი

ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კონცერტს გამართავს – ათო ედიშერაშვილი: „პოლიტიკურ ნაწილზე არ ვსაუბრობ“

ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კონცერტს გამართავს - ათო ედიშერაშვილი: „პოლიტიკურ ნაწილზე არ ვსაუბრობ“

14 აპრილს ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კონცერტს გამართავს. ჯგუფს დიდი ტურნე აქვს დაგეგმილი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. კონცერტები „მგზავრების“ ახალი ალბომის გამოცემას უკავშირდება. 14 апреля — МОСКВА, «ГлавClub Green Concert» 17 апреля — КРАСНОЯРСК, «Maximilians» 19 апреля — НОВОСИБИРСК, «Maximilians» 21 апреля — ОМСК, «Angar» 22 апреля — ТЮМЕНЬ, «Maximilians» 24 апреля — КАЗАНЬ, «Maximilians» 26 апреля — САМАРА, […]

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელეს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელეს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს მთავარი მოთხოვნები. მათ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება სთხოვეს და მოუწოდეს, რომ გიორგი გიორგანაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლოს. ასევე, მათ მოითხოვეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიღება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა. მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ „თეთრი ხმაურის“ წევრმა […]