ჯარედ ლეტომ საქართველოში კონცერტი გამართა

ჯარედ ლეტომ საქართველოში კონცერტი გამართაოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო “ბლექ სი არენაზე” საკუთარ ბენდთან “30 seconds to Mars-თან” ერთად წარსდგა. მუსიკოსის მოსასმენად უამრავი ფანი შეიკრიბა და არამხოლოდ საქართველოდან. ოსკაროსანმა მსახიობმა და მუსიკოსმა საქართველოზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ წლების წინ უნდა ჩამოსულიყო, რადგანაც საქართველოში ულამაზესი ბუნება, ხალხი და გემრიელი საჭმელია. “30 seconds to Mars” საათნახევრის განმავლობაში ასრულებდა მის ყველაზე ცნობილ სიმღერებს და კონცერტის ბოლოს ათობით ფანი სცენაზე ავიდა და ჯარედ ლეტოსთან ერთად იდგა. მუსიკოსმა საქართველოს დროშით გადაღებული ვიდეოები საკუთარი “ინსტაგრამის” გვერდზე გამოაქვეყნა.

რუსთავი 2