გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელეს

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გააგრძელესგიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, „თეთრი ხმაურის“ წევრების კონცერტით გრძელდება.
აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს მთავარი მოთხოვნები. მათ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება სთხოვეს და მოუწოდეს, რომ გიორგი გიორგანაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლოს.
ასევე, მათ მოითხოვეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიღება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა. მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ „თეთრი ხმაურის“ წევრმა მუსიკოსებმა აქცია კონცერტით გააგრძელეს.