ჭდე: ლისის ტბა

დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს

დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს

დღისით, მზისით, ახალგაზრდა მამაკაცი სათვალთვალო კამერების წინ უმოწყალოდ ცემეს, მოძალადეებმა კი ტერიტორია დაბურულმინებიანი პიკაპით დატოვეს და მიიმალნენ. ეს საქმე არათუ არავის გამოუძიებია და უპოვია მოძალადეები, მეტიც –  ნაცემ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს. ყველაფერი კი სახელმწიფო ტენდერით დაიწყო, სადაც დავით კალმახელიძე ქვეკონტრაქტორად შევიდა. ჯერ კერძო კომპანიამ მოატყუა, სახელმწიფომ კი მოგებული სასამართლო დავების მიუხედავად, მაინც […]

განაჩენის გამოცხადების დროს 18 წლის გოგონამ გონება დაკარგა – წლინახევრის ბავშვის სიკვდილისთვის მ.ჯ.-ს 3 წელი მიესაჯა

განაჩენის გამოცხადების დროს 18 წლის გოგონამ გონება დაკარგა - წლინახევრის ბავშვის სიკვდილისთვის მ.ჯ.-ს 3 წელი მიესაჯა

18 წლის გოგოს, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტომობილის დაჯახების შედეგად წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებულმა მოზარდმა გონება დაკარგა. ახლობლების თქმით, ის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია. საბოლოოდ სასამართლომ მ.ჯ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მოსამართლემ მ.ჯ-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის […]

ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ლისის ტბასთან ავარიას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა. ბავშვს დაეჯახა ავტომობილი, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა. ახალგაზრდა მძღოლს ბრალი უკვე წარუდგინეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.  პრაიმტაიმი

სროლა ლისის ტბაზე – ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა – ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

სროლა ლისის ტბაზე - ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა - ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. უკვე ოთხი საათია, სერვერი, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშულია. სამართალდამცავებმა დატა ცენტრიდან ამოიღეს მთელი ტექნიკური მოწყობილობა და მოხდა სისტემების დემონტაჟი. რუსთავი 2-ის ცნობით, კრიმინალური პოლიციის შესვლას წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა. მისი მფლობელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სროლის დროს გიორგი სოზაშვილი სასერვეროში იმყოფებოდა. ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიღეს ეგრეთ წოდებული […]

ლისის ტბის პირას მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა

ლისის ტბის პირას მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა

თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განცხადებით აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა უკვე დაწყებულია, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს. „ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე […]

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს. საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა – საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. უწყების ცნობითვე, რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე […]

ხანძარი ლისის ტბაზე ლოკალიზებულია

ხანძარი ლისის ტბაზე ლოკალიზებულია

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პირველი

ლისის ტბასთან ხანძარია

ლისის ტბასთან ხანძარია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 1.000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარს უკიდია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი ლიკვიდაცია მალევე მოხდება. ინტერპრესნიუსი ფოტომასალას ჟურნალისტი ანა შანიძე ავრცელებს

ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზე

ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზე

ლისის ტბის ტერიტორიაზე ასობით ნაძვის ხე დაწვეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეომასალას ქვეყნებს. – ნაძვების დაწვა, სავარაუდოდ, ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება, რადგან ამ ტერიტორიიდან თბილისის საუკეთესო ადგილები ჩანს, – ვარაუდობს ხაბეიშვილი. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება კომპანია “ლისი დეველოპმენტი”. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებში მომხდარი მინდვრის […]