დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს

დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემესდღისით, მზისით, ახალგაზრდა მამაკაცი სათვალთვალო კამერების წინ უმოწყალოდ ცემეს, მოძალადეებმა კი ტერიტორია დაბურულმინებიანი პიკაპით დატოვეს და მიიმალნენ. ეს საქმე არათუ არავის გამოუძიებია და უპოვია მოძალადეები, მეტიც –  ნაცემ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს.
ყველაფერი კი სახელმწიფო ტენდერით დაიწყო, სადაც დავით კალმახელიძე ქვეკონტრაქტორად შევიდა. ჯერ კერძო კომპანიამ მოატყუა, სახელმწიფომ კი მოგებული სასამართლო დავების მიუხედავად, მაინც ამ მეწარმეს წაართვა ყველაფერი და გაკოტრებისთვის გაწირა, მხოლოდ იმის გამო რომ “ზევით” პატრონი არ აღმოაჩნდა.
უსამართლობის გამოსააშკარავებლად ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა და სისტემის მხილებას შეუდგა. შედეგად, ის სასიკვდილოდ გაიმეტეს და სამუდამოდ გაჩუმება ურჩიეს.

მთავარი