თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებსლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.
საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა – საკონფერენციო ოთახი,
სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
უწყების ცნობითვე, რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე სექტემბრის დასაწისში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება სტუდენტების განაცხადების დაკმაყოფილება.
ბიზნესმედია