ჭდე: მამაკაცის გარდაცვალება

კახეთში პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გურჯაანში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “კურიერის” ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შუხუთის ლელოში მონაწილე მამაკაცი გარდაიცვალა

შუხუთის ლელოში მონაწილე მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც შუხუთის ლელოში მიიღო მონაწილეობა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს. „გურია თუდეის“ ცნობით, ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკასთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ახლობლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადგილობრივის თქმით, მამაკაცი სახლში მისვლის შემდეგ გახდა შეუძლოდ და ახლობლებმა მსუბუქი ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკაში უთხრეს, შუა ხნის კაცი კლინიკაში მიყვანის მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო. ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების […]

23-ე სკოლასთან ბათუმში 50 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

23-ე სკოლასთან ბათუმში 50 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში 23-ე​ საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ის ბათუმის “მედცენტრში” გადაიყვანეს. ტერიტორია პოლიციელებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. რუსთავი 2

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც, მათ შორის C ჰეპატიტი ჰქონდა. საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 17 ადამიანია გარდავლილი.

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში, მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს, ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია მუშაობს. გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო. გარდაცვლილმა შენობაში ძლიერ წვიმას შეაფარა თავი და ცუდად გახდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. […]

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #4-ში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. „არ ვიცით, რა არის მიზეზი. ხმაური რომ გავიგონე, ჩამოვედი ზემო სართულიდან და ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხოო“, – ამბობს […]

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა, თუმცა ინფორმაციას საბოლოოდ სამედიცინო ექსპერტები დაადასტურებენ, რომლებსაც ამ წუთებში ელოდებიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. როგორც შსს-ში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში, დაჭრეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნიუპოსტი

ქუთაისის კაზინოში 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისის კაზინოში 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში ერთ -ერთ სამორინეში 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა. სამორინეში ამბობენ, რომ კაცი თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურში კი განმარტავენ, რომ კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს. როგორც ცნობილია მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.