ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში, მამაკაცი გარდაიცვალა

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში, მამაკაცი გარდაიცვალაოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს, ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია მუშაობს. გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო.

გარდაცვლილმა შენობაში ძლიერ წვიმას შეაფარა თავი და ცუდად გახდა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი