კახეთში პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

კახეთში პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი ნახესგურჯაანში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “კურიერის” ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.