ქუთაისის კაზინოში 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისის კაზინოში 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალაქუთაისში ერთ -ერთ სამორინეში 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა. სამორინეში ამბობენ, რომ კაცი თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში კი განმარტავენ, რომ კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იმედინიუსი