ჭდე: მარნეული

დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ძაღლზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მარნეულში, სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

მარნეულში, სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

„მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით,  დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

სროლა მარნეულის ცენტრში

სროლა მარნეულის ცენტრში

მარნეულის ცენტრში  ღამის საათებში რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ დაზიანდა ავტომობილები. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დილით დაიწყეს. „დაახლოებით ღამის 2-3 საათი იქნებოდა სროლის ხმა რომ გავიგეთ, აივანზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ძირს მასრები ეყარა. დილით გამოვედი და ვნახე, რომ სროლისას […]

მამა, რომელიც შვილმა დაჭრა, გარდაიცვალა

მარნეულში, შვილის მიერ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა – მამაკაცს 30 წლის ახალგაზრდამ ჭრილობა თავის არეში გუშინ მიაყენა. ახალგაზრდა კაცმა დაჭრა ბაბუაც, მისი მდგომარეობაც კრიტიკულია. განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დაააკვა.

მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს 

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს. შსს-ს  განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მედიით გავრცელებული ცნობით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან, 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა. მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა, თითქოს […]

მარნეულში, მდინარე დებედაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მარნეულში 17 წლის ახალგაზრდა  მდინარე  დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის  სოფელ აღმამედლოში მოხდა. ელმან  გამბაროვი  მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ადგილზე მყოფები წყალში შევიდნენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის გამოც მდინარეს გარკვეულ ადგილებში სიღრმეები აქვს და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ჩავარდა ახალგაზრდა.

მარნეულში ბაზარში 55 წლამდე კაცმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

მარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. 55 წლამდე კაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ სანამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მოვიდოდა, კაცი გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, შუახნის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მარნეულში საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან ისროლეს –  შსს-ს განცხადებას ავრცელებს

მარნეულში საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან ისროლეს -  შსს-ს განცხადებას ავრცელებს

სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – მას შემდეგ, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარი არხის” ეთერში გავიდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო, დაადგინა ფიგურანტები და მათ იარაღიც ჩამოართვა. ამის შესახებ კი შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები. გავრცელებული […]

მარნეულში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ მეორე ქესალოში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 50 და 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი სადაო მიწის ნაკვეთი გახდა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება კი დაჭრით და 60 წლამდე ასაკის კაცის გარდაცვალებით დასრულდა. ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მარნეულში მამაკაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს

მარნეულში მამაკაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს

მარნეულში მომხდარ მკვლელობას წინ სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. შემთხვევა რიტუალების დარბაზის ეზოში, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მოხდა. დაპირისპირებაში 2 პირი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელმა იარაღიდან დაახლოებით  7-ჯერ გაისროლა. მოკლულს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფომ “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. “მთავარი არხის” […]