მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს 

მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს.

შსს-ს  განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

მედიით გავრცელებული ცნობით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან, 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა. მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა, თითქოს მასთან მშობლებმა გაგზავნეს.