ჭდე: მატროსოვის ციხე

მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო – ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა

მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო - ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა

ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი […]

გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა. უგულავა ციხეში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც ის უწყების დაბარების შემდეგ თავად გამოცხადდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. ფონდის საქმეზე […]

ნინო ლომჯარია – ”არ გეტყვით, მატროსოვის ციხეში ვის შევხვდი”

ნინო ლომჯარია - ”არ გეტყვით, მატროსოვის ციხეში ვის შევხვდი”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. მან პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა. “არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე”, – განაცხადა ლომჯარიამ ციხის დატოვების შემდეგ. ლომჯარიას თქმით, ის ცოტა გაკვირვებულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდა და მას ჟურნალისტები დახვდნენ. […]

ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში შევიდა

ნინო ლომჯარია - ”პატრიარქის მიმართ ზღვარი ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ლომჯარია ამჟამად პატიმრობაში მყოფ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხვდება. კონკრეტულად, თუ რომელ პატიმართან შესახვედრად მივიდა ომბუდსმენი “მატროსოვის” ციხეში, ჯერ-ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში სასჯელს იხდიან ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბაჩო ახალაია. რუსთავი 2

მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ინტერპრესნიუსი“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით […]

ნიკა გვარამია – “ამ წუთას გამოვედი მატროსოვის ციხიდან, ღრმა შოკში ვარ”

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა - ”იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ამ წუთას გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს.”

მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტეს

მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტეს

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის პატიმრობის პირობება გააპროტესტეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც. – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება, – ამბობს […]

შოთა ხიზანიშვილი მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა

შოთა ხიზანიშვილი მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა

შოთა ხიზანიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად 2016 წლის 28 ივნისს ცნო. სასამართლომ ხიზანიშვილს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა. საქალაქო სასამართლომ […]