შოთა ხიზანიშვილი მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდა

შოთა ხიზანიშვილი მატროსოვის ციხიდან გათავისუფლდაშოთა ხიზანიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად 2016 წლის 28 ივნისს ცნო.

სასამართლომ ხიზანიშვილს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა.

საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა შსს-ს კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელს, ლევან ქარდავას და ვაჟა ლელუაშვილს.

მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემის და სისტემის უკანონოდ გამოყენებაში – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი.

იმედინიუსი