ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში შევიდა

ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში შევიდასახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლომჯარია ამჟამად პატიმრობაში მყოფ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხვდება. კონკრეტულად, თუ რომელ პატიმართან შესახვედრად მივიდა ომბუდსმენი “მატროსოვის” ციხეში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში სასჯელს იხდიან ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბაჩო ახალაია.

რუსთავი 2