მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტეს

მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტესნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის პატიმრობის პირობება გააპროტესტეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც.

– ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება, – ამბობს კოტე იოსელიანი.

ადვოკატი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, გოგა ონიანის გარდა, კიდევ ბევრი პოლიტპატიმარია, რომელთა რაოდენობაც იზრდება.

ნიუპოსტი