ჭდე: მინდია გოგოჭური

მინდია გოგოჭური უგონო მდგომარეობაში ციხის კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

მსჯავრდებული მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგოჭურის ავდოკატმა განუცხდა, მსჯავრდებული 30 დღეა, დაკავებას და 4-წლიან სასჯელს შიმშილობით აპროტესტებს. მინდია გოგოჭური „ვივამედის“ კლინიკაშია მოთავსებული. „უკვე 30 დღეა, რაც მინდია გოგოჭური შიმშილობს, ის ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში იმყოფებოდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, გუშინ გონება დაკარგა და ახლაც ამ მდგომარეობაში […]

მინდია გოგოჭურს სასტუმრო “პარაგრაფში” ჩხუბისთვის 4 წელი მიესაჯა

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო. 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, […]

მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ გოგოჭურის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა. საქმე ეხება, 19 ივლისს სასტუმრო “პარაგრაფში” მომხდარ ინციდენტს. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც სწორედ გოგოჭური მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას […]

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.

მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მინდია გოგოჭურს გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებულის ინტერესების დამცველები მინდია გოგოჭურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა დღესვე მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გოგოჭურს საზღვარგარეთის პასპორტი ჩაებარებინა. ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე შესთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით. ადვოკატის განმარტებით, თბილისის ცენტრში გოგოჭურის სახელზე არის საკმაოდ […]

მინდია გოგოჭურს ბრალი წაუყენეს – ადვოკატები პოლიტიკურ მოტივზე ალაპარაკდნენ

მინდია გოგოჭურს ბრალი წაუყენეს - ადვოკატები პოლიტიკურ მოტივზე ალაპარაკდნენ

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მინდია გოგოჭურს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალის წარდგენის პროცესს ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გოგოჭურს წარდგენილი აქვს ბრალი ჯგუფურად იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, თუმცა, მათივე თქმით, საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეს […]

ადვოკატი მანელიძე – “მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის, რომელ იარაღზე მესაუბრებით? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”

ადვოკატი მანელიძე - "მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის, რომელ იარაღზე მესაუბრებით? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს"

მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც […]

“სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს” – რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონე

"სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს" - რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონე

სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე იმ ბინის მეპატრონემ განუცხადა, რომელშიც მინდია გოგოჭური დაკავებამდე ცხოვრობდა. ია სეხნიაშვილის თქმით, ბინის გაქირავებამდე ის მინდია გოგოჭურს არ იცნობდა და მისთვის არც რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. „მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, […]

ვინ არის გიორგი რაზმაძე, რომელიც მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს

ვინ არის გიორგი რაზმაძე, რომელიც მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის გიორგი რაზმაძეა. როგორც ირკვევა, მინდია გოგოჭურსა და რაზმაძეს ნუცუბიძის ქუჩაზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის […]

მინდია გოგოჭურთან ერთად ძებნილი გ.რ. დააკავეს – სპეცოპერაციის ახალი დეტალები

მინდია გოგოჭურთან ერთად ძებნილი გ.რ. დააკავეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში გვიან ღამით ორი პირის, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის […]