პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

პოლიციამ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავასამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.