ჭდე: სოსო რობაქიძე

სოსო რობაქიძე – ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”

სოსო რობაქიძე - ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და თქვას სიმართლე. „მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის […]

ოქრუაშვილი – ”თუ სოსო რობაქიძეს სასაუბრო აქვს ჩემთან, იცის, სად და როგორ უნდა მომძებნოს”

ოქრუაშვილი - ”თუ სოსო რობაქიძეს სასაუბრო აქვს ჩემთან, იცის, სად და როგორ უნდა მომძებნოს”

სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმამისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული საქართველო“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ამით ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, […]

სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს მიუვარდა – ”მაგისი ადგილი ციხეშია!”

სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს მიუვარდა - ”მაგისი ადგილი ციხეშია!”

კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე. რობაქიძე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა. “კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას […]

ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს – ”სანამ მე დუელში გამომიწვევ, შვილის მკვლელს იქნებ სილა მაინც გააწნა”

ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს - ”სანამ მე დუელში გამომიწვევ, შვილის მკვლელს იქნებ სილა მაინც გააწნა”

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დუელში გამოიწვია. ოქრუაშვილმა რობაქიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა: „სანამ მე დუელში გამომიწვევ სასიკვდილო გასროლით, შვილის მკვლელს იქნებ ერთი სილა მაინც გააწნა. “შენისთანაზე” ხელი რატომ უნდა გავისვარო? დუელშიო, გამომივიდა ბურბონების და დე ვინტერების ჩამომავალი“. – წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილ დუელში გამოწვია – “თითო ტყვია იქნება ჩვენს იარაღებში”

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილ დუელში გამოწვია - "თითო ტყვია იქნება ჩვენს იარაღებში"

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს რეალურ დუელში იწვევს. “ოქრუაშვილს ერთი ადგილი აეწვა, ცდილობს საზოგადოებას გააგებინოს – ნახეთ რა კაცი მებრძვის, რომელმაც შუამავალი გამომიგზავნა ფულზე. ეს არის სიცრუე. ხო შეეძლო ეს ერთი წლის წინ, ორის, შვიდი წლის წინ ეთქვა…”- აცხადებს რობაქიძე. მისი თქმით, ოქრუაშვილი დასაჭერების “შავ სიაშია”. რობაქიძის სურვილია, დუელი ტელევიზიების […]

სოსო რობაქიძე ზაზა სარალიძეს – “სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!”

სოსო რობაქიძე ზაზა სარალიძეს - "სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!"

სად იყა­ვი ზაზა, რო­დე­საც ბუ­ტას კლავ­დნენ, სან­დროს კლავ­დნენ, არ იყა­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ზე?! – ამის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ზაზა სა­რა­ლი­ძე წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, თუ კვლავ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა. “კა­ცუ­რად დარ­ჩე­ბი ცუდი კაცი, თუ ჩვენ­თან არ მოხ­ვალ და გვერ­დით არ დაგ­ვიდ­გე­ბი. ამათ­თან ერ­თად შენ ვერ მო­ი­გებ. […]