სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილ დუელში გამოწვია – “თითო ტყვია იქნება ჩვენს იარაღებში”

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილ დუელში გამოწვია - "თითო ტყვია იქნება ჩვენს იარაღებში"ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს რეალურ დუელში იწვევს.

“ოქრუაშვილს ერთი ადგილი აეწვა, ცდილობს საზოგადოებას გააგებინოს – ნახეთ რა კაცი მებრძვის, რომელმაც შუამავალი გამომიგზავნა ფულზე. ეს არის სიცრუე. ხო შეეძლო ეს ერთი წლის წინ, ორის, შვიდი წლის წინ ეთქვა…”- აცხადებს რობაქიძე.

მისი თქმით, ოქრუაშვილი დასაჭერების “შავ სიაშია”.

რობაქიძის სურვილია, დუელი ტელევიზიების თვალწინ, პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

“მე არაფერი დამრჩენია, ირაკლი ოქრუაშვილს ვეტყვი თუ დამიჯდება პირდაპირ – შენ რასაც ამბობ, მოიყვან იმ კაცს და დამიმტკიცებ. შენ ხომ იარაღს მაძლევდი?! ახლა მე მოგცემ იარაღს, ჩემსასაც მე მოვიტან. თითო-თითო ტყვია იქნება ჩემსა და შენს იარაღში.

თუ მე დამიმტკიცდება, ტელევიზიის წინ საფეთქელზე მივიდებ იარაღს. თუ შენ არ მოიკლავ თავს, მე მოგკლავ, თუ ამას არ გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილი. ლაჩარი იქნება”- ამბობს რობაქიძე.

ნიუპოსტი