სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს მიუვარდა – ”მაგისი ადგილი ციხეშია!”

კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე.

რობაქიძე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

“კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში”,- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი