სოსო რობაქიძე – ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”

სოსო რობაქიძე - ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და თქვას სიმართლე.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის შანსი ჰქონდა ზურაბ მიქაძესაც. ვინც კი სიმართლე თქვა, აღიარა და ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუნდაც ზურა ბაქრაძე, მე ყველა შევინდე“,- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარუდინეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

იპნ