ჭდე: სპეცრაზმი

გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს. ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები. შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ, ვერტმფრენით გადაიყვანეს. იპნ

სუსი – “სპეცრაზმის არც ერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. „გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო […]

გორიდან ზუგდიდში სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება

გორიდან ზუგდიდში სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს. უკვე 4 საათია განსაკუთრებულ მობილიზაციაზე არიან გადასულები გორში, სადაც გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის ინფორმაციით, ბაზაზე უკვე 300-მდე სამართალდამცველი შევიდა. ასვეე, სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება გორიდან […]

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ. სპეცდანაყოფები ავტობუსით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს. სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება. იპნ

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს. ხოლო იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება. მთავარი

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს […]

რიონის ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანეს

რიონის ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრალურ  მოედანზე აქციისთვის ემზადებიან, პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა. ჯერ უცნობია, რა მიზნით მიიღო უწყებამ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქუთაისს, სადაც აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, იქ ჯერ პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზება არ შეინიშნება. დღეს, 13:00 საათზე, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. […]

სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა – ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა

სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა - ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის ერთერთი ბაზა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, სამართალდამცველების ნაწილი კი უკვე თბილისშია გადმოყვანილი. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში “მთავარი არხის” სატელევიზიო სიგნალი ჩაახშეს. “მთავარის” ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილებაც შეზღუდული იყო. სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად “ქართული ოცნების” გეგმები ისევ ძალაში რჩება. საქართველოს მასშტაბით სპეც დანიშნულების რაზმის ბაზებზე გამოცხადებული მობილიზება ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდმა მთვარი ოპოზიციური […]

სპეცრაზმი კომპანია “ბროლის” ოფისში შევიდა

სპეცრაზმი კომპანია "ბროლის" ოფისში შევიდა

კახეთის გზატკეცილზე, კომპანია ბროლის ოფისში რამდენიმესაათიანი სპეცოპარაცია დასრულდა. ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სამართალდამცველები დილიდან კომპანია “ბროლის” ოფისში შევიდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციის დროს, ჯერ ჯერობით არავინ დაუკავებიათ. კომპანია ბროლის დამფუძნებელი არაბი ბიზნესმენია, რომელიც ახლა საქართველოს მოქალაქეა. რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომპანია ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა, რასაც […]