პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანესპარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ.

სპეცდანაყოფები ავტობუსით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება.

იპნ