სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა – ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა

სპეცრაზმი გორიდან თბილისისკენ დაიძრა - ბაზაზე მობილიზაცია გამოცხადდა“მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის ერთერთი ბაზა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, სამართალდამცველების ნაწილი კი უკვე თბილისშია გადმოყვანილი.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში “მთავარი არხის” სატელევიზიო სიგნალი ჩაახშეს.

“მთავარის” ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილებაც შეზღუდული იყო.

სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად “ქართული ოცნების” გეგმები ისევ ძალაში რჩება. საქართველოს მასშტაბით სპეც დანიშნულების რაზმის ბაზებზე გამოცხადებული მობილიზება ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდმა მთვარი ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმზე უარი არ თქვა.

მთავარი