სპეცრაზმი კომპანია “ბროლის” ოფისში შევიდა

სპეცრაზმი კომპანია "ბროლის" ოფისში შევიდაკახეთის გზატკეცილზე, კომპანია ბროლის ოფისში რამდენიმესაათიანი სპეცოპარაცია დასრულდა.

ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სამართალდამცველები დილიდან კომპანია “ბროლის” ოფისში შევიდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციის დროს, ჯერ ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომპანია ბროლის დამფუძნებელი არაბი ბიზნესმენია, რომელიც ახლა საქართველოს მოქალაქეა. რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომპანია ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა, რასაც ხელისუფლების რადიკალური გადაწყვეტილება მოჰყვა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ წინასაარჩევნო შეხვედრები მარნეულსა და გარდაბანში ჰქონდათ დაგეგმილი.

ჩვენ ვუკავშირებთ ამას უშუალოდ რომ სუს-ი აქტიურად უსმენს ჩვენს სატელეფონო საუბრებს. მათ პრევენცია განახორციელეს , რომ ჩვენთვის ჩაეშალათ ეს შეხვედრები, ხოლო მეორე მომენტია, რომ ყველა მეწარმეს ამ კრიზისის პერიოდში ლეგალიზებულია ბიზნეს ტერორი – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მთავარი