ჭდე: 9 წლის გოგონა

30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ავთო კუცია წაყენებულ ბრალს აღიარებს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. „სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას […]

9 წლის გოგონას მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მამაკაცის მიერ 9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ მუქარას იძიებს. უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღძრა, რაც იძულებას გულისხმობს. შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოკითხულია ბავშვი და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღეს არასრულწლოვანი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს – ამბობენ, რომ გოგონა მამინაცვალს შემოაკვდა, რის შემდეგაც მან სახლში გაზი გაუშვა

ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - ამბობენ, რომ გოგონა მამინაცვალს შემოაკვდა, რის შემდეგაც მან სახლში გაზი გაუშვა

“ნიუპოსტისთვის” უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო […]

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე – ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა – ბავშვს დენმა დაარტყა

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე - ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა - ბავშვს დენმა დაარტყა

საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რომლის დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

9 წლის გოგონა 87 წლის ქალს ძალადობაში ადანაშაულებს

9 წლის გოგონა 87 წლის ქალს ძალადობაში ადანაშაულებს

ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თვე მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, აღმზრდელის დედას ადანაშაულებენ. სავარაუდო მოძალადე, გოგონების მეურვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლის დედაა. აღმზრდელ ოჯახში გატარებულ 3 თვეს ბავშვები დღემდე იხსენებენ. ისინი ახლა სამეგრელოს ერთ-ერთი თავშესაფარში ცხოვრობენ. ხელმძღვანელობამ ბავშვებს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, თუმცა, გოგონებს ახალი თავშესაფარი მოსწონთ. მათი დედა საზღვარგარეთ იმყოფება. მამას ფინანსური პრობლემების გამო […]