9 წლის გოგონას მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მამაკაცის მიერ 9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ მუქარას იძიებს.

უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღძრა, რაც იძულებას გულისხმობს.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოკითხულია ბავშვი და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღეს არასრულწლოვანი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი