30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავთო კუცია წაყენებულ ბრალს აღიარებს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას აქვს ორთვიანი ვადა, რომ კიდევ მოიპოვოს მტკიცებულებები,“ – აცხადებს საქმის პროკურორი ირაკლი ქარდავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი ფეისბუქით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.

პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი