ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე – ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა – ბავშვს დენმა დაარტყა

ტრაგედია დოლიძის ქუჩაზე - ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა - ბავშვს დენმა დაარტყასაქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რომლის დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.