ჭდე: ავარია

წერეთელზე მერსედესის ჯიპი 2 ქვეითს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე […]

მიხეილ გიორგაძე ყვარელთან ავარიაში მოჰყვა – მას 12 ნეკნი აქვს ჩამტვრეული, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური

კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა. 12 მოტეხილი ნეკნით, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარელთან მოხდა. „პაციენტი შემოსულია დღეს გამთენიისას ჩვენს კლინიკაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მიღებული აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაშია პაციენტი. ჩატარებული კვლევებით დიაგნოსტირებულია თავის ტვინის დაჟეჟილობის სურათი. ასევე გულ-მკერდის დახურული ტრავმა ნეკნების მრავლობითი […]

“მეუღლესთან მივედი, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა” – ახალსოფელში მანქანამ 3 ადამიანი გაიტანა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა. “სამნი ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე და მეზობლის ქალი.სწრაფად მომავალი მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა. ორი დავშავდით. მძღოლი გაიქცა”, – განაცხადა დავით მელაძემ. […]

იგოეთთან ოპელი გზიდან გადავარდა – 4 მგზავრი დაშავდა

თბილისის მიმართულებით მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იგოეთთან, ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის ჯანმრთელობის […]

ოზურგეთში მანქანა სახლის ეზოში შევარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე გვეუბნება, ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს კი ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება და ის მძიმე […]

ავარია თერჯოლასთან – 24 წლის სოსო ჯალიაშვილი რეანიმაციაში გარდაიცვალა

თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით […]

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში, შინდისის გზატკეცილზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. „ნიუპოსტის“ ცნობით, დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ – ვიდეო

თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა. ვიდეოს ტვ პირველი ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარია ❗ […]

პეკინზე სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლეინზე გადადიოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ზუგდიდში მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იჯდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 35 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პირს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018