კახეთში სასწრაფოს მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა

კახეთში სასწრაფოს მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახაყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იპნ