ჭდე: ბათუმი

„სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში” – რა ხდება ბათუმში

დილიდან ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან შეკრებილი. ნაწილი მათგანი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მანქანებში სხედან, ნაწილი კი უბნების შესასვლელთან სხედან და ამომრჩეველს აკონტროლებენ. თითოეულ მათგანს თან აქვს სიები, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. მათ ნაწილს არ დაუმალავს, რომ  „ქართული ოცნების“ აგიტატორია. „სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში. ჩემი მხარდამჭერების სიებია […]

ბათუმში 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს

ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს. მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ. მოქალაქეების განცხადებით, მათ საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ და ქირის ფულს ვერ იხდიან. როგორც ამბობენ, მათი ნაწილი მაღალმთიანი რეგიონებიდან ეკომიგრანტებია. “არ გვაქვს თავშესაფარი, ასე ვცხოვრობთ წლებია. ქირის ფულს ვეღარ ვიხდით. ხელისუფლება კი დახმარებას არ აპირებს”, – განაცხდა ერთ-ერთმა […]

ბათუმის კაზინო პრინცესაში 30 წლის უზბეკი ქალის მკვლელობისთვის თურქეთის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე […]

ბათუმში 30 წლის უზბეკი ქალი კაზინო პრინცესაში მოკლეს – ახალი დეტალები

ბათუმში, კაზინო პრინცესაში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, […]

ბათუმის კაზინოში 30 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს თურქეთის მოქალაქე

ბათუმში 30 წლის ქალი მოკლეს, მას ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი. შემთხვევა გვიან ღამით კაზინო “პრინცესაში” მოხდა. როგორც ადგილზე ყვებიან, ორივე უზბეკეთის მოქალაქეა, სავარაუდო დამნაშავე კი – თურქეთის. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ქალებს თავს მოულოდნელად დაესხა და ჭრილობები დანით მიაყენა. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. დაჭრილები სასწრაფო […]

“არა მიშას, არა ნაცებს” – პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა

“არა მიშას, არა ნაცებს”, — ამ ლოზუნგით პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა. ევროპის მოედანზე პარტიის რამდენიმეათასი მხარდამჭერი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ბოკერია-სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს. მათი თქმით, არ დაუშვებენ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, ამიტომ ხმას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს აძლევენ. “მე არა მაქვს კავშირი სალომე ზურაბიშვილთან. მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არ […]

“ქართულ ოცნებას” ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ბათუმში ჩაჰყავს

“ქართულ ოცნებას” არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ბათუმში ჩაყავს. მინდია გორაძემ თურქეთის საპატიმრო დღეს დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩავა. არსებული ინფორმაციით, ლავას ოღლი მმართველ პარტიას ხმების მობილიზებაში უნდა დაეხმაროს. ნიუპოსტი

ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩა დატბორა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 54 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურში შეტყობინება ძირითადად ქუჩების დატბორვის გამო შევიდა. ქუჩებზე არსებული ნალექის გამო რამდენიმე ქვეითს წყლიდან გამოყვანა დასჭირდა. ძლიერი წვიმის […]

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

რამდენიმე საათის წინ ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცივი იარაღით დაესხნენ თავს. დაჭრილი პოლიციამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბათუმელები

ბათუმში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 […]

akhalitaoba.ge © 2017-2018