დაკავებების ღამე ბათუმში – პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

დაკავებების ღამე ბათუმში - პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანიადაკავებების სერია ბათუმში – პოლიციამ ერას მოედანზე, შეკრებული ახალგაზრდები პლაკატების გამო დააკავა. დაკავებულია არასრულელოვანი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, რუსეთის დროშა ჩამოხია სკოლიდან.

გიორგი დუმბაძემაც სკოლა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. პოლიციამ აიყვანა ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძე.

ბათუმში დაკავებულთა შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მირდათ ქამადაძეცაა – ინფორმაცია პოლიტიკოსმა “პირველებს” თავად დაუდასტურა.

აქცია ბათუმში თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად გაიმართა.

დაკავების სპეცოპერაციას აჭარის საპატრულოს უფროსი დავით მაღრაძე ხელმძღვანელობდა.