ბათუმში  22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში  22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდაბათუმში, `ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა.

შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.