ჭდე: რუსთაველის გამზირი

ოპოზიციამ რუსთაველზე 4 კარავი გაშალა

რუსთაველზე ოთხი კარავია გაშლილი და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, დაიცვან თავიანთი ხმა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კახეთიდან გაერთიანებული ოპოზიცია უერთდება. მოთხოვნები, რომლებიც პარლამენტის წინ გაჟღერდება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იქნება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, პროპორციული სისტემით უნდა […]

არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვების გაშლა მაინც შეძლეს, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 3 კარავი დგას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე დარჩენას მთელი ღამით აპირებენ, ისინი პოლიციას მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. ნიუპოსტი

ცემა-ტყეპა რუსთაველზე – ზაზა სარალიძე ცუდად გახდა

რუსთველის გამზირზე ვითარება დაიძაბა, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებთან. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ. აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაიგეგმა.

უჩა ნანუაშვილი – „რუსთაველზე პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს“

უფრო და უფრო იძაბება ვითარება შვილმოკლული მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე. შვილმოკლული მამები, რომლებიც სამართლებრივი მიმართულებით კონკრეტულ შედეგს ითხოვენ, აქციას მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია, იყო დაპირისპირებაც. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. არის თუ არა უმართავი პროცესის საფრთხე და რა პარალელები […]

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

გაერთიანების „ძალა ერთობაშია” ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციამ ნაწილობრივ უკვე გადაკეტა. საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ. „შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. […]

ზაზა სარალიძემ აქციაზე პოლიტიკოსებს დაუძახა – რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბა

მორიგი დაპირისპირება შვილმოკლული მამების აქციაზე – რუსთველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ახალგაზრდებმა ზაზა სარალიძეს კარავი მიუტანეს, რასაც პოლიციასა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. შვილმოკლული მამების აქციაზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შვილმოკლული მამები […]

ზაალ უდუმაშვილი – ”10 ადამიანი დააკავეს, ვუყურეთ, როგორ ჩატენეს ისინი მანქანებში” – ვიდეო

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამართალმდაცველებმა პარლამენტის წინ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც უდუმაშვილმა “იმედს” განუცხადა, დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირიდააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

პოლიციამ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები დაშალა

დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიცის თანამშრომლები პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ. სამართალმდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლციის უფროსი. ინციდენტი აქციის ორ მონაწილეს შორის დაიწყო, ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ დააკავა კარვებში მყოფი პირები. თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ კარვების გამო დედაქალაქში პარალიზებულია მდგომარეობა და კარვების დაშლის გადაწვეტილება მიიღეს.

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე 3 კარავი გადაიტანეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ 3 კარავი გადაიტანეს. კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვებში გადმოიტანეს საჭირო ნივთები. კარვების გადატანის თხოვნით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვას კარვებში გააგრძელებენ და არ აპირებენ რუსთაველის გამზირის დატოვებას. მათი თქმით, […]

ზაზა სარალიძემ რუსთაველი გადაკეტა – აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდა

აქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია. საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან […]

akhalitaoba.ge © 2017-2018