რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგარუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტება.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები, აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ სიტყვით გამოსვლას აგრძელებენ.

პარლამენტის წინ კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დგას რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა.

აქციის მონაწილეების კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელიდან აღებულია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და მოქალაქეების 5- დღიანი აქცია ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, დღეს წყლის ჭავლის გამოყენებით და სპეცდანიშნულების რაზმის საშუალებით დაშალეს.

იპნ