რუსთაველზე სამანქანო გზაზე კარვების გაშლა დაიწყეს

რუსთაველზე სამანქანო გზაზე კარვების გაშლა დაიწყესრუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, აქციის მონაწილებმა კარვების გაშლა დაიწყეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს, რათა აქციის მონაწილეებმა ღამის გატარება შეძლონ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “გასათბობი საშუალებები წაართვეს”, ისინი შეეცდებიან, ტერიტორია მაქსმალურად მოამზადონ, რომ ღამის გათენება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს.

დიღმელაშვილის თქმით, ტერიტორიაზე წიგნების კუთხეც გაკეთდება.

იპნ